Fishisfast.com-ის ან myvipbox.com-ის ვებ-გვერდების გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით შემდეგ პირობებს ("მომსახურების პირობები").
Fishisfast LLC ("ჩვენ") იტოვებს უფლებას, დროდადრო შეცვალოს მომსახურების პირობები გაფრთხილების გარეშე. ნებისმიერი ახალი ფუნქცია, რომელიც აძლიერებს ან აუმჯობესებს არსებულ სერვისს, მათ შორის ახალი ინსტრუმენტებისა და რესურსების გამოშვება, ექვემდებარება მომსახურების პირობებს. ნებისმიერი ასეთი ცვლილების შემდეგ, თქვენს მიერ სერვისის გამოყენება, წარმოადგენს ამ ცვლილებებზე თქვენს თანხმობას.
ზემოთ აღნიშნული რაიმე პირობის დარღვევა ავტომატურად გამოიწვევს თქვენი ანგარიშის გაუქმებას.
ანგარიშის პირობები
ამ სერვისის გამოსაყენებლად, სავალდებულია იყოთ მინიმუმ 18 წლის.
აუცილებელია იყოთ ადამიანი. 'ბოტების' მიერ, ან რაიმე სხვა ავტომატიზირებული მეთოდის გამოყენებით შექმნილი ანგარიშები არ არის ნებადართული.
უნდა წარმოადგინოთ თქვენი იურიდიული სრული სახელი, სწორი და ძალაში მყოფი ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა რეგისტრაციის პროცესის დასრულებისთვის.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი, თქვენი ანგარიშისა და პაროლის უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. Fishisfast LLC-ს არ შეუძლია და არ დაიკისრებს პასუხისმგებლობას, თქვენს მიერ უსაფრთხოების ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ დანაკარგსა თუ დაზიანებაზე.
ერთ ადამიანს ან იურიდიულ პირს, არ აქვს უფლება ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში.
თქვენ არ გაქვთ უფლება გამოიყენოთ სერვისი ნებისმიერი უკანონო ან არაავტორიზებული მიზნისათვის. სერვისის გამოყენების დროს, აკრძალულია თქვენი იურისდიქციით გათვალისწინებული რომელიმე კანონის დარღვევა. (მათ შორის, მაგრამ არა მარტო, საავტორო უფლებებით)
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გთავაზობთ ჩვენი ვებ-გვერდის შინაარსისა და მომსახურების თარგმანებს უფრო მეტი კომფორტულობისთვის, კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში, ინგლისური ტექსტი ჩაითვლება პრიორიტეტულად.
რეგისტრაცია
თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ თქვენი ნამდვილი სახელით, მისამართით, ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ტელეფონის ნომრით.
ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ ინფორმაციის რაიმე სხვა მიზნით, გარდა თქვენთვის გადაზიდვის სერვისის მიწოდებისა. თქვენი ინფორმაცია არასდროს გაიყიდება რაიმე სხვა მხარეზე.
თუ ჩვენ გვაქვს რაიმე მიზეზი, რომ ვიფიქროთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია არასწორი ან არასრულია, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავხუროთ თქვენი ანგარიში ან შევზღუდოთ თქვენი ანგარიშის წვდომა, იქამდე, სანამ ეს შეუსაბამობა არ გამოსწორდება.
ჩვენ შეგვიძლია, ზოგჯერ გამოგიგზავნოთ ჩვენს სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციული წერილები ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ამ წერილების მიღებაზე უარის თქმა შესაძლებელია თქვენი ანგარიშის პარამეტრების მეშვეობით.
გადახდები / ფასები
ყველა გადახდა უნდა განხორციელდეს ამერიკულ დოლარში($).
თქვენ უნდა განახორციელოთ გადახდები, მხოლოდ იმ გადახდის მეთოდებით, რომლებიც თქვენს მფლობელობაშია. აკრძალულია იმ ანგარიშებით გადახდების განხორციელება, რომლებიც სხვებს ეკუთვნის. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დავხუროთ თქვენი ანგარიში ან შევზღუდოთ თქვენი ანგარიშის წვდომა, იქამდე, სანამ ეს შეუსაბამობა არ გამოსწორდება.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ განახორციელოთ გადახდა. ნებისმიერი გადახდა აისახება თქვენს ბალანსზე, მას შემდეგ რაც ჩვენ მას მივიღებთ. "Wire" გადახდები ექვემდებარება ფიქსირებულ საფასურს $10-ის ოდენობით თითო შემოსულ გადახდაზე და ისინი იღებენ დამატებით ბონუსს გადახდილი თანხის ოდენობის 3%ს.
ყველა სერვისის საფასური იქნება თქვენს ანგარიშზე გამოყენებული იმ დროს, როდესაც ჩვენ ვახორციელებთ მომსახურებას. ჩვენ შევაგროვებთ ყველა გადაზიდვის ხარჯის საფასურს, ყველა ამ არაჩვეულებრივი სერვისის საფასურთან ერთად, იმ დროისათვის, როცა თქვენ მოითხოვთ თქვენი ნივთის გადაზიდვას. თქვენი ნივთების გადაზიდვა ვერ მოხდება იქამდე, სანამ თქვენი ანგარიში არ გადავა დადებით ან ნულოვან ბალანსზე.
სწორად შესრულებული სერვისის შემთხვევაში, მომსახურების საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეუსაბამობა გამოწვეულია ჩვენი მხრიდან.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ შევცვალოთ ფასები ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ სერვისსზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
თუ თქვენი დადებითი ბალანსი გადააჭარბებს $10-ს, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება მხოლოდ თავდაპირველ გადახდის მეთოდზე. $10-ზე ნაკლები ბალანსები არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას, მაგრამ შეგიძლიათ ისინი სამომავლოდ გამოიყენოთ Fishisfast-is სერვისებში და მათ ვადა არ გაუვათ. პრომო აქციებიდან მოპოვებულ კრედიტებს არ აქვთ ნაღდი ფულის ღირებულება და შესაბამისად არ ექვემდებარებიან თანხის უკან დაბრუნებას. "Wire" გადახდების თანხის უკან დაბრუნების საფასური შეადგენს $20-ს.
ჩვენი საწყობი
რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენ მოგენიჭებათ გადაზიდვის მისამართი, თქვენს უნიკალურ მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერთან ერთად, რომელიც იწყება FF ასოებით. ("FF რიცხვი"). იმისათვის რომ თქვენი შეკვეთილი ნებისმიერი ნივთის მიღება განხორციელდეს ჩვენს საწყობში, შეკვეთისას, თქვენ უნდა გამოიყენოთ სრული მისამართი, თქვენს უნიკალურ FF რიცხვთან ერთად.
ჩვენი მომსახურება და ვალდებულება იწყება იმ მომენტიდან, როცა თქვენი ნივთი ფიზიკურად შემოდის ჩვენს საწყობში, თქვენს ანგარიშზე მითითებულ კონკრეტულ მისამართზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები იმ ნივთებზე, რომელთა მიწოდება ნებისმიერი სხვა მიზეზით არ მოხდა ჩვენს საწყობში.
ჩვენს სერვისებს აქვს გარკვეული შეზღუდვები თქვენი ნივთების შენახვის, დამუშავებისა და გადაზიდვის შესახებ. უკლებლივ ყველა ნივთი წარმოადგენს მხოლოდ თქვენს საკუთრებას და ამ ნივთების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ მხოლოდ თქვენ. ნებისმიერი პრობლემა, დაკავშირებული თქვენი ნივთის მდგომარეობასთან იმ დროს, როცა ის შემოვა ჩვენს საწყობში, განხილულ უნდა იქნას მხოლოდ თქვენსა და ამ ნივთის თავდაპირველ მიმწოდებელს შორის.
ზოგიერთი მოცულობით დიდი ნივთის გადაზიდვა შეიძლება ვერ მოხერხდეს მითითებული გადაზიდვის მეთოდების გამოყენებით. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის დაზუსტებაზე, რომ ჩვენს საწყობში მისაღები ნივთის ზომა, წონა და მოცულობა არ აღემატება ჩვენი გადამზიდებისთვის დასაშვებ ნორმებს. თუ მიღებული ნივთი ვერ იქნება გადაზიდული ჩვენს მიერ შემოთავაზებული გადაზიდვის მეთოდით, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერი დამატებითი გადაზიდვისი საფასურისა თუ ჯარიმების გადახდაზე, რომლებსაც ჩვენ დაგვაკისრებენ გადამზიდები.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნოთ ნივთი თავდაპირველ მიმწოდებელს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. თუმცა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ნივთის გამყიდველისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებული ყველა საფასურის გადახდაზე.
თქვენ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ, თქვენი ნივთის უკან დაბრუნებისთვის საჭირო ნებისმიერი RMA დოკუმენტი ან წინასწარ გადახდილი დაბრუნების გადაზიდვის ეტიკეტი, რომელსაც ჩვენ ამ პროცესში გამოვიყენებთ. თქვენი ბალანსიდან მოხდება $3-ის ოდენობის საფასურის გადახდა ყოველ გადაზიდვაზე, რომელსაც ჩვენ თქვენს სახელზე განვახორციელებთ.
ის ნივთები, რომლებიც დაბრუნებულია წინასწარ გადახდილი ეტიკეტებით, არ ექვემდებარებიან დაზღვევას. ჩვენი საწყობის დატოვების შემდეგ, ნივთის დაკარგვისა ან დაზიანების შესახებ ნებისმიერი პრეტენზია არის მხოლოდ მომხარებლისა და იმ მაღაზიის პასუხისმგებლობა რომელმაც უზრუნველყო ეს ეტიკეტი.
ჩვენ თანახმა ვართ, მივიღოთ გონივრული ზომები ჩვენს საწყობში თქვენი ნივთების უსაფრთხოდ შენახვისთვის. მათ შორის, ჩვენ ვუზრუნველყოფთ 24 საათიან უსაფრთხოების მონიტორინგსა და ელექტრონული ღობეების სისტემას. თქვენი ნივთების ჩვენს საწყობში შემოსვლის წუთიდან, ისინი დაზღვეულები არიან მათ სრულ ღირებულებაზე. თუ ჩვენს საწყობში ყოფნის დროს, თქვენი ნივთები დაიკარგება ან დაზიანდება, თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ თანხის ანაზღაურების მოთხოვნა. ჩვენ შეიძლება მოვითხოვოთ ნივთის ღირებულების მტკიცებულება.
ჩვენი საწყობი არ არის კლიმატ კონტროლირებადი და შეიძლება დაექვემდებაროს ტემპერატურის ცვლილებასა და ტენიანობას.
ჩვენ თანახმა ვართ, უფასო ანგარიშების მფლობელთათვის, 180 დღის ვადით, სრულიად უფასოდ შევინახოთ ნივთები ჩვენს საწყობში. 180 დღის გასვლის შემდეგ, თქვენს ანგარიშს ჩამოეჭრება შენახვის საფასური, რომელიც თითო ნივთზე შეადგენს კვირაში $2-ს.
ამანათები ჩაითვლება გაუქმებულად, თუ არ გაიგზავნება 180 დღის განმავლობაში, თქვენი უფასო შენახვის სერვისის ვადის გასვლის შემდეგ. გაუქმებული ამანათები იქნება გადალაგებული და ისინი არ დაექვემდებარება დაბრუნებას.
ამანათებს, რომლებიც შეიფუთება, მაგრამ არ მოხდება მათი გადაზიდვა, 7 კალენდარული დღის განმავლობაში, დაეკისრებათ შენახვის საფასური, რომელიც შეადგენს $2-ს დღეში. 45 დღის გასვლის შემდეგ, ამანათი ჩაითვლება გაუქმებულად. გაუქმებული ამანათები იქნება გადალაგებული და ისინი არ დაექვემდებარება დაბრუნებას.
უსაფრთხოების მიზნით, ჩვენი საწყობი არ არის ღია საზოგადოებისთვის. ამანათების დატოვება საწყობში დაშვებულია მხოლოდ წინასწარ შეთანხმებული შეხვედრების საფუძველზე, ჩვენ ვერ მივიღებთ ამანათებს არაკვალიფიციური, განუსაზღვრელი ვიზიტორებისგან. ასევე, აკრძალულია ამანათის გამოტანა პირდაპირ საწყობიდან.
გადაზიდვის პირობები
ამ მომენტისთვის, ჩვენთან შესაძლებელია მხოლოდ ამანათების გადაზიდვა. ჩვენ ვერ მივიღებთ წერილებს, ჟურნალებს, კატალოგებს, ან ნებისმიერ სხვა ზოგად ფოსტის ნივთს.
Fishisfast LLC იყენებს სტანდარტულ ამერიკულ გაზომვის ერთეულებს. მიუხედავად ამისა, რომ ჩვენ შეიძლება დროდადრო შემოგთავაზოთ ექვივალენტი მეტრიკული გაზომვის ერთეულები კომფორტულობისთვის, ამერიკული გაზომვის ერთეულები გამოიყენება ყველა კალკულაციისთვის.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ მოვამზადებთ თქვენს ნივთებს გადაზიდვისთვის. ჩვენს სტანდარტულ შეფუთვის სერვისში შედის გადაზიდვისთვის შესაბამისი სათანადოდ გავსებული ყუთი და დაზიანების საწინააღმდეგო უსაფრთხოების ფირი.
შეფუთვის პარამეტრები დამატებითი უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა ბუშტებიანი შესახვევი (bubble wrap) ან წელვადი შესახვევი, (stretch wrap), ასევე ხელმისაწვდომია დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში. ეს შეფუთვის ვარიანტები იქნება თქვენთვის წარმოდგენილი მაშინ, როცა მოითხოვთ შეფუთვას.
თქვენი მოთხოვნის მიღების შემდეგ, ჩვენ შეგიფუთავთ ნივთებს თქვენი მოთხოვნისამებრ. მას შემდეგ, რაც ნივთის შეფუთვა დასრულდება, თქვენთვის წარმოდგენილი იქნება ამანათის საბოლოო წონა და ზომები, ხელმისაწვდომ გადაზიდვის მეთოდებთან ერთად.
შეფუთვის მოთხოვნის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ ეს მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა უკვე განხორციელებულია იმ დროს, როცა თქვენ მოითხოვთ მის გაუქმებას, მაშინ თქვენ გადაიხდით $10-ის ოდენობის საფასურს, ხოლო თუ ამ დროისთვის შეფუთვა ჯერ არ არის დაწყებული, შეფუთვის მოთხოვნის გაუქმება სრულიად უფასოა.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, უარი განვაცხადოთ ამანათის შეფუთვაზე. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ფიზიკური ზომების ლიმიტის გადაჭარბება, არაადეკვატური დოკუმენტაცია, შუეთავსებლობა Fishisfast-ის ან გადამზიდის პირობებთან, ან ნებისმიერი სხვა მოქმედი მიზეზი. უარის შემთხვევაში, ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა გახდა უარის მიზეზი და წარმოგიდგენთ სხვადასხვა გზას სიტუაციის გამოსწორებისა და პრობლემის მოგვარებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ გადაზიდვის მხოლოდ იმ მეთოდებს, რომლებიც ნაჩვენებია ჩვენი გადაზიდვის კალკულატორის გამოყენებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი გადაზიდვის მეთოდი, გადაზიდვის საფასურის გამოთვლისას, იყენებს სამგანზომილებიან წონას.
სამგანზომილებიანი წონა ასე გამოითვლება; (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე) / გამყოფი = სამგანზომილებიანი წონა. გამყოფი შეიძლება შეიცვალოს და ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი გადაზიდვის მეთოდის გამოყენება ხდება.
Fishisfast-მა შეიძლება გაცნობოთ სავარაუდო მიწოდების ვადები თქვენი კომფორტულობისთვის. ეს არის ზოგადი ვადები, გამოთვლილი საშუალო მიწოდების ვადებზე დაყრდნობით და არა გარანტიები. ზოგიერთი გადაზიდვა შეიძლება შესრულდეს ამ ვადების გარეთ.
გადაზიდვის სიჩქარე არ არის გარანტირებული, შესაბამისად გადაზიდვის ან მიწოდების დაგვიანება არ შეესაბამება კომპენსაციას.
აკრძალული ნივთები
ჩვენს სერვისზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ არ გამოიყენებთ ჩვენს მომსახურებას ნებისმიერი აკრძალული ნივთის შენახვისა ან გადატანისთვის. აკრძალული ნივთები მოიცავს, მაგრამ არა მარტო შემდეგით;
ალკოჰოლი, თამბაქო, რეცეპტით გამოწერილი წამლები, ან ნებისმიერი უკანონო ან კონტროლირებადი ნივთიერება ან ატრიბუტი.
ელექტრონული სიგარეტები, ორთლის გამომშვები ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საექსპლუატაციო ნაწილი ან ატრიბუტი. (მათ შორის თხევადი არომატები)
სუნამოები (სპეციალური სერვისების გარდა, შეზღუდულია გარკვეულ ქვეყნებზე - მოითხოვს დამატებით საფასურს)
ლითიუმ-იონი ან ლითიუმ-ლითონური ბატარეები, იმ შემთხვევაში, თუ არ არის ჩაყენებული მოწყობილობის შიგნით ან შეფუთული მოწყობილობასთან ერთად თავისი თავდაპირველი მწარმოებლის მიერ. ჩვენ არ დავუმატებთ ან ჩავალაგებთ ბატარეებს მოწყობილობებთან ერთად, იმ შემთხვევაში თუ ისინი ცალკე იქნა ნაყიდი და მიღებული.
ფრჩხილების ლაქი, საღებავები & სხვა აალებადი ნივთიერებები.
აეროზოლები, ან ნებისმიერი სხვა გავსებული & ზეწოლის მქონე კონტეინერი.
საწვავი ბენზინი, ასანთი, ნებისმიერი სხვა სახის საწვავი.
ნებისმიერი სახის ქიმიური ან კოროზიული ნივთიერება.
ნებისმიერი ნივთიერება ფხვნილის სახით
ცეცხლსასროლი იარაღი ან ნებისმიერი სახის ბალისტიკური საბრძოლო მასალა, მათ შორის იმიტაციები და სათამაშოები, ან მათი ნაწილები.
ნებისმიერი სახის იარაღი ან მისი ნაწილი, მათ შორის; ხმლები, დანები, ცულები, ბეიონები, მშვილდისრები, იმიტაციები, სათამაშოები და ა.შ.
ადამიანის ორგანოები, და/ან ნივთიერებები, სისხლი და სისხლის ნაწილები.
მალფუჭებადი ნივთები
ნებისმიერი სახის და მდგომარეობის მცენარე, მათ შორის თესლებიც.
ნებისმიერი სახის ძვირფასი ქვა, გარდა სამკაულებისა.
$1000-ზე მეტი ღირებულების სამკაული ან საათი.
ბანკნოტები, ფასიანი ქაღალდები, მგზავრის ჩეკები, ვალუტა, ნებისმიერი სახის ნაღდი ფული.
პორნოგრაფიული ხასიათის მასალები, ან სიძულვილის პროპაგანდისთვის შექმნილი მასალები.
საავტორო უფლებების დარღვევის მასალები
ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩაითვლება პოტენციურად საშიშად, სახიფათოდ ან უკანონოდ.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ, თქვენი სახელით მივიღებთ რაიმე აკრძალულ ნივთს, ჩვენ დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ ამ სიტუაციის შესახებ. თქვენ გექნებათ 5 სამუშაო დღე იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი მეთოდის საშუალებით მოახდინოთ ამ ნივთისგან ჩვენი საწარმოს გათავისუფლება და მისი თავდაპირველი შესყიდვის ადგილისთვის ან სხვა მისამართისთვის დაბრუნება ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ამ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, ნებისმიერი ამანათი იქნება გაუქმებული და საწყობი მოახდენს მისგან გათავისუფლებას.
Items which contain liquid may not be shipped with items that contain any batteries to some countries.
Surveillance and spy equipment of any kind may not be shipped to some countries.
ნებისმიერი აკრძალული ნივთი, რომელიც ვერ იქნება გადაზიდული ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, გადამზიდის შეზღუდვების ან ადგილობრივი კანონის დარღვევის გამო, იქნება დაუყოვნებლივ განადგურებული. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებლები ფინანსურ ზიანზე.
If we receive any prohibited items on your behalf, we will inform you of the situation immediately. You will have a period of five business days to remove the item from our warehouse using a supported method, including returning the item to the original point of sale or other address within the United States. After the expiration of this five-day period, any items will be considered abandoned and will be disposed of. Any prohibited items which cannot be shipped within the United States due to carrier restrictions or local laws will be disposed of immediately. We are not liable for financial damages resulting from such disposal.
იმპორტი და ექსპორტი
ნივთის გადაზიდვის დაწყებამდე, თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ საბაჟო აღწერა და საბაჟო ღირებულება თითოეულ ნივთზე რომელიც გნებავთ რომ გამოიწეროთ. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმის გადამოწმებაზე, რომ აღწერა და ღირებულება მითითებულია ზუსტად და სრულად. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაგებთ პასუხს ამანათის დაგვიანებაზე, დაზიანებაზე, ან ჯარიმებზე რომლებიც გამოწვეულია არაზუსტი საბაჟო დეკლარაციებით.
ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ვალდებულებების გადასახადებზე, ზოგად გადასახადებზე, ტარიფებზე, ან ნებისმიერი სხვა სახის, ნივთის იმპორტსა ან ექსპორტთან დაკავშირებულ გადასახადზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოგვიწია ნებისმიერი ამ გადახადის გადახდა თქვენი სახელით, თქვენი ანგარიშიდან ჩამოიჭრება თანხის სრული ოდენობა.
იმ შემთხვევებში, როცა საბაჟო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების, იმპორტთან დაკავშირებული რეგულაციების, ვალდებულებების ან გადასახადების გამო, ამანათი ჩვენთან უკან ბრუნდება, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველა დაბრუნების გადაზიდვის გადასახადის გადახდაზე. თუ გადამზიდმა ჩვენ გადაგვახდევინა ეს საფასური, ჩვენ ავტომატურად ჩამოვაჭრით ამ თანხას თქვენს ანგარიშს.
თქვენი ამანათები ექვემდებარება შემოწმებას თქვენი ადგილობრივი საბაჟო ორგანოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების საექსპორტო ხელისუფლების მიერ. თქვენ ეთანხმებით, რომ მხოლოდ თხვენ ბრძანდებით პასუხისმგებელი თქვენი ამანათების საბაჟო დოკუმენტების სიზუსტეზე, ასევე იმაზე, რომ ექვემდებარებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და თქვენი ადგილობრივი იურისდიქციის ყველა კანონს.
სასურველია, რომ ნივთების აღწერა მოხდეს ზოგად ფორმებში, კონკრეტული ბრენდების სახელების გამოკლებით. მაგალითისთვის; "tablet computer" და არა "Apple iPad"
The value of items that may be exported in a single order is limited to $2,500 USD.
FastClaim გადაზიდვის დაზღვევა
ჩვენ გთავაზობთ FastClaim გადაზიდვის დაზღვევას, იმ ხარჯების დასაფარად, რომელიც ვრცელდება ჩვენგან გასულ გადაზიდვებზე, გადაზიდვის დროს გარე ფაქტორების შედეგად გამოწვეულ დანაკარგსა ან დაზიანებაზე.
თუ თქვენი ამანათი არის დაზღვეული, ამანათის საერთოდ დაკარგვის, ან არ-მიღების შემთხვევაში, თქვენს მიერ ჩვენთვის გადახდილი საფოსტო ღირებულება დაიფარება FastClaim გადაზიდვის დაზღვევით. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამანათის მიღება საერთოდ არ მოხდება ჩვენს მიერ და არა იმ შემთხვევაში, თუ ნივთი დაზიანებული ან დეფიციტურია.
სადაზღვევო ანაზღაურების საფასური არის $3, ნივთის ყოველ $100-ის ღირებულებაზე. ამ ფასის დაყოფა და გავრცელება $100-ის ღირებულების სხვადასხვა ნივთებზე შეუძლებელია.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, FastClaim გადაზიდვის დაზღვევის შეძენას, თქვენ უნდა დააზღვიოთ თქვენი ამანათის სრული დეკლარირებული ღირებულება.
FastClaim დაზღვევის ღირებულება, არ უნდა აჭარბებდეს თვითონ ნივთის ფაქტობრივ ღირებულებას. FastClaim დაზღვეული ღირებულების დასადგენად, გამოიყენება თქვენს საბაჟო დეკლარაციაში არსებული ფასები.
დაფარვა ლიმიტირებულია $2500-ით თითო ნივთზე.
ზოგიერთი ნივთი, არ ექვემდებარება დაზღვევას საფოსტო მეთოდების გამოყენებისას, მათ შორის, მაგრამ არა მარტო შემდეგით; USPS, EMS, ან Russian Post. ამ ნივთებში შედის პატარა ელექტრონული მოწყობილობები, როგორებიცაა, მობილური ტელეფონები, ტაბლეტები ან კომპიუტერები.
დაკარგული ან დაგვიანებული ამანათების შემთხვევაში, ჩვენს FastClaim დეპარტამენტს პრეტენზიები უნდა გადაეგზავნოს გადაზიდვის დღიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 45 კალენდალური დღის განმავლობაში.
თქვენ იქნებით პასუხისმგებელნი, FastClaim დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტის წარმოდგენაზე, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, იმ კონკრეტული ნივთის ღირებულების მტკიცებულებით.
თქვენი მოთხოვნის მიღების შემდეგ, ჩვენ ვაწარმოებთ გადამზიდთან ერთად ოფიციალურ გამოძიებას, იმისათვის რომ დავატასტუროთ ამანათის დაკარგვა. როდესაც ჩვენ მივიღებთ დაკარგვის შესახებ ოფიციალურ დასტურს, ჩვენ განვახორციელებთ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და გადახდას.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გადამზიდისგან ვერ მივიღებთ ამანათის დაკარგვის შესახებ ოფიციალურ დასტურს, ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი დოკუმენტაცია თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მხრიდან თქვენი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განხორციელებული გადახდის შემდეგ მივიღებთ ამანათს, თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მოთხოვნის მთლიანი თანხის უკან დაბრუნებაზე. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვაკონტროლოთ tracking ინფორმაცია და თქვენი Fishisfast ანგარიშიდან განვახორციელოთ გადახდა ნებისმიერ იმ ნივთზე, რომელსაც მივიღებთ ჩვენი მხრიდან FastClaim გადახდის განხორციელების შემდგომ.
თუ თქვენს მიერ მიღებულ ამანათებს აღენიშნებათ დაზიანება, ან მიღებულ ამანათში რომელიმე ინდივიდუალური ნივთი არის დაკარგული, ჩვენს FastClaim დეპარტამენტში პრეტენზია უნდა წარმოადგინოთ ამანათის მიღებიდან არაუმეტეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში.
თქვენ იქნებით პასუხისმგებელი ნივთებზე დაზიანების ფოტო მტკიცებულებების ან თქვენი მოთხოვნის დასასაბუთებლად, ჩვენი მოთხოვნილი ნებისმიერი სხვა დოკუმენტის წარმოდგენაზე.
ამანათში რომელიმე ინდივიდუალური ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, ამანათი აუცილებლად უნდა შემოწმდეს მიწოდების აგენტის თანდასწრებით და შევსებულ იქნას ოფიციალური საჩივარი გადამზიდის მისამართით. იმისათვის რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა, აუცილებელია წარმოადგინოთ ამ საჩივრის შევსების მტკიცებულება.
ის ამანათები, რომლებიც მიდიან რუსეთში, USPS-ის მეშვეობით, ამანათში, რომელიმე ინდივიდუალური ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, ამანათი აუცილებლად უნდა გაიხსნას რუსული ფოსტის /EMS ოფისში და ოფიციალური საჩივარი (ფორმა f.51) უნდა იქნას შევსებული გადამზიდის მიმართ. იმისათვის რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა, აუცილებელია წარმოადგინოთ ამ საჩივრის შევსების მტკიცებულება.
FastClaim გადაზიდვის დაზღვევა ანაზღაურებს მხოლოდ ტრანზიტის პერიოდში მომხდარ დაზიანებას ან დაკარგვას, მას შემდეგ, რაც ამანათმა დატოვა ჩვენი საწყობი. ჩვენს საწყობში ნივთის მიღებამდე მომხდარი დაზიანება არა ანაზღაურებადია.
FastClaim გადაზიდვის დაზღვევა არ ანაზღაურებს ფინანსურ ზარალს რომელიც გამომდინარეობს შემდეგი გარემოებებიდან;
დაყოვნება, დაკარგვა ან არ-მიღება გამოწვეული ნებისმიერი მთავრობის ორგანოს ქმედებებით, მათ შორის საბაჟო და საზღვრის დაცვის ორგანოების.
საბაზრო ღირებულების დავარდნით გამოწვეული დაზიანება, დალპობა, ან დეფექტი თვითონ პროდუქტში.
შემთხვევითი ან კოსმეტიკური დაზიანება პროდუქტის შეფუთვაზე, როდესაც თვითონ ნივთი არ არის დაზიანებული.
დაგვიანებით გამოწვეული საფოსტო ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნები, ნებისმიერი მიზეზით.
შეფუთვის ან ნივთის დაზიანება სხვა პროდუქტის გაჟონვით.
შემდეგი პირობები, თუ ეს შესაძლებელია, FastClaim გადაზიდვის დაზღვევას ბათილად აცხადებენ;
ამანათში შემავალი ნებისმიერი ნივთის გადაზიდვა მოხდა ჩვენი გადაზიდვის პირობების დარღვევით, მასში შედიოდა აკრძალული ნივთები ან საბაჟო დოკუმენტაციაში მოხდა ნივთის არასწორი აღწერა.
ამანათის დაკარგვა, დაზიანება, დეფიციტი ან არ-მიღება გამოწვეულია მისაღები მისამართის არასაკმარისად ან არასწორად მითითებით.
ამანათის დაკარგვა, დაზიანება, დეფიციტი ან არ-მიღება გამოწვეულია იმით, რომ ამანათი შეიცავს ისეთ ნივთებს, რომლებიც არ იყო სათანადოდ გამჟღავნებული, მათ შორის, მაგრამ არა მარტო; ლითიუმ-იონის ბატარეები, სუნამოები ან ნებისმიერი სხვა აკრძალული ნივთი.
მიწოდების მცდელობა ხდება გადამზიდველის მიერ.
ამანათის დაკარგვა, დაზიანება, დეფიციტი ან არ-მიღება გამოწვეულია ომის ან ომის მსგავსი ქმედებების გამო.
თქვენ იწყებთ დავას გადახდაზე ან ითხოვთ თანხის დაბრუნებას, იმაზე ადრე, ვიდრე განახორციელებთ გადახდას ჩვენი მისამართით.
ჩვენს მიერ გადახდილი საჩივრები ავტომატურად ემატება თქვენი Fishisfast ანგარიშის ბალანსს. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ეს თანხა გამოიყენოთ მომავალ Fishisfast ტრანზაქციებზე, ან მოითხოვოთ მისი განაღდება ნებისმიერი შემოთავაზებული მეთოდით.
Products returned with a prepaid return label are not subject to insurance. Any claim for a product that has been lost or damaged after the product left the warehouse is the sole responsibility of the customer or the store that supplied the return label.
მედიაციის სერვისი
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენს საწყობში მისაღები ნივთების გამყიდველებთან კომუნიკაციაზე. თუმცა, ჩვეენ ასევე გთავაზობთ მარტივ შუამავლობის სერვისს რომლის საფასურიც თითო ინციდენტზე შეადგენს $5-ს.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენი შუამავლობის სერვისის გამოყენებას, ჩვენ ჯერ თქვენთან დავამყარებთ კომუნიკაციას და გამოვიკვლევთ შემთხვევის ყველა დეტალს, ამის შემდეგ კი თქვენი სახელით დავეკონტაქტებით გამყიდველს რეზოლუციის ვარიანტების განსახილველად.
$5-ის ოდენობის საფასური მოიცავს მთლიან კომუნიკაციას თქვენთანაც და გამყიდველთანაც ერთი გაუგებრობის მოგვარებისთვის. რამდენიმე გაუგებრობა ერთ ნივთზე ან ერთ გამყიდველთან ეღირება $5 თითო შემთხვევაზე.
ელექტრონული მოწყობილობების ჩართვით შემოწმება
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, საწყობში შემოსული ელექტრონული მოწყობილობები ჩავრთოთ და შევამოწმოთ მუშაობენ თუ არა ისინი. ამ სერვისის საფასური არის $5 თითო ნივთზე.
ამ შემოწმების განსახორციელებლად, ჩვენი მხრიდან აუცილებელია გავარღვიოთ ნებისმიერი საცალო შეფუთვა ან ქარხნის ბეჭედი ნივთის ყუთზე.
ჩვენ ამოვიღებთ ნივთს ყუთიდან, შევაერთებთ მას ელექტრო ენერგიის წყაროში და ვცდით მის ჩართვას. თუ ნივთი წარმატებულად ჩაირთვება, ჩაითვლება რომ მან გაიარა ტესტი, ხოლო თუ ის არ ჩაირთვება, ჩაითვლება რომ მან ტესტი ვერ გაიარა.
იმის შემდეგ რაც ტესტი ჩატარდება, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას ტესტის შედეგების შესახებ და გექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დაუბრუნოთ ნივთი გამყიდველს.
ეს ჩართვის ტესტი ტარდება მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ მოგაწოდოთ ინფორმაცია. ეს არ არის გარანტია ნივთის იმჟამინდელი ან მომავალი ფუნქციონირების შესახებ ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში.
ჩვენ არ შეგვიძლია დიაგნოსტიკური ტესტირების ჩატარება, გარდა ელექტრონული მოწყობილობის ჩართვისა.
FastBuy სერვისი
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, თქვენი სახელით შევიძენთ ნივთებს ჩვენს საწყობში მისაწოდებლად.
ამ სერვისის საკომისის არის $5, და შეკვეთის მთლიანი ღირებულების 7%.
FastBuy შეკვეთები ლიმიტირებულია $2,500 მთლიანი საერთო ღირებულებით.
ჩვენ მხოლოდ ზუსტად იმ ნივთებს შევიძენთ, რომლებსაც თქვენ მოითხოვთ. თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენთვის სასურველ ყველა დეტალზე, მათ შორის, ზომებზე, ფერებზე, შესაძლებლობებზე, სასურველ ფუნქციებზე და ა.შ.
თუ ჩვენ ვერ დავადგენთ ზუსტ კონფიგურაციას, ჩვენ არ განვახორციელებთ შეძენას მანამ, სანამ თითოეულ დეტალს თქვენთან არ დავაზუსტებთ.
ზოგჯერ, პროდუქტის ფასი შეიძლება შეიცვალოს იმ პერიოდებს შორის, როცა ჩვენ მივიღებთ თქვენს მოთხოვნას და ვცდით რომ განვახორციელოთ შეძენა თქვენი სახელით.
იმ შემთხვევაში, თუ იმ დროს როცა ჩვენ განვახორციელებთ ნივთის შეძენას, ნივთის ფასი მოსალოდნელზე დაბალია, თქვენს ანგარიშს ჩამოეჭრება უფრო დაბალი ფასის ოდენობა და სხვაობა თანხაში დარჩება თქვენი ანგარიშის ბალანსზე კრედიტის სახით.
იმ შემთხვევაში, თუ იმ დროს როცა ჩვენ განვახორციელებთ ნივთის შეძენას, ნივთის ფასი მოსალოდნელზე მაღალია, ჩვენ არ განვახორციელებთ შეძენას იქამდე, სანამ თქვენგან არ მივიღებთ დასტურს.
მოთხოვნის განოხრციელებისას, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ფასის მერყეობის არეალი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოგვეპოვება ეს პარამეტრები და ნივთის ფასი იზრდება თქვენს მიერ მითითებული არეალის ფარგლებში, ჩვენ განვახორციელებთ შეძენას.
თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მიუთითოთ თქვენთვის მისაღები ფასის ზრდის ოდენობა, მაშინ თქვენი ანგარიში უნდა იყოს შესაბამისად დაფინანსებული იმისთვის, რომ დაფაროს მთლიანი ფასი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიში არ არის საკმარისად დაფინანსებული იმისათვის, რომ დაფაროს შეძენისა და ყველა მასთან დაკავშირებული გადასახადის ხარჯი, ჩვენ არ განვახორციელებთ შეძენას.
თქვენი მოთხოვნისამებრ, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ ის FastBuy შეკვეთები, რომლებიც არ განხორციელდება გამყიდველის მიერ.
თუ თქვენ გსურთ უკვე მიღებული FastBuy ნივთის უკან დაბრუნება, თქვენ უნდა დაფაროთ ყველა ის დაბრუნებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელსაც არ ფარავს გამყიდველი.
ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ნებისმიერი არასასურველი ამანათის მიღებაზე ჩვენს საწყობში, ჩვენს საწყობში მიღებული ამანათების რაოდენობის გამო.
გამყიდველის მიერ ნებისმიერი უკან დაბრუნებული თანხა, აისახება თქვენს ანგარიშზე მას შემდეგ, რაც ჩვენ მას მივიღებთ.
FastBuy Commission cannot be refunded for items returned after arrival at Fishisfast.
როგორც ჩვენი FastBuy სერვისის ნაწილი, ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენსა და გამყიდველს შორის მედიაციის სერვისს ნებისმიერ FastBuy ნივთზე, სრულიად უფასოდ. ეს შუამავლობის სერვისი შეზღუდულია FastBuy ნივთებთან მიმართებით, მხოლოდ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, დაკავშირებული ნივთის მდგომარეობასთან, მახასიათებლებსა ან მიწოდებასთან. მათ შორის;
მიღების დროს ნივთის მდგომარეობასთან დაკავშირებული გაუგებრობები
დაბრუნების / გადაცვლის მოთხოვნები
იმ ნივთის დაფიქსირება, რომლის მიწოდებაც არ მოხდა.
თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნები.
თქვენ არ ყიდულობთ FastBuy ნივთებს უშუალოდ ჩვენგან. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ ვიმოქმედოთ როგორც თქვენი მარიონეტი თქვენი მოთხოვნილი ნივთის თქვენი სახელით შეძენის პროცესში. თქვენ FastBuy ნივთებს შეიძენთ, თქვენს მიერ არჩეული გამყიდველებისგან.
ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას არცერთ FastBuy ნივთზე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ პასუხისმგებელნი ნივთის ჩვენ საწყობში მიღებამდე მომხდარ დაზიანებაზე, არასწორი ნივთის მიღებაზე, გამყიდველის მიერ აღწერილისა და ნივთის რეალური მდგომარეობის შეუთავსებლობაზე, ნივთის დაკარგვაზე იქამდე, სანამ ჩვენ საწყობში მივიღებდით, ან ნებისმიერი სხვა სახის პრობლემაზე რომელიც დაკავშირებული იქნება ნივთის მდგომარეობასთან, მახასიათებლებთან ან მიღებასთან.
თქვენ ეთანხმებით იმას, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წამოიწყებთ საგადასახადო დავას ან მოითხოვთ იმ თანხის უკან დაბრუნებას, რომელიც გამოყენებულ იქნა FastBuy შენაძენის დასაფინანსებლად, თქვენ გადმოგვცემთ ნებისმიერი ამ FastBuy ნივთის მფლობელობას ჩვენ, და თქვენი ანგარიშის წვდომა იქნება შეზღუდული მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.
Original invoices, tracking numbers, and order numbers will not be provided for orders placed using the FastBuy service.
თანხის უკან დაბრუნება და საგადასახადო დავები
ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ჩვენს პოლიტიკას თანხის უკან დაბრუნებასთან, დაზღვევასა და კომპენსაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კომპენსაციის ის მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს პირობებს, იქნებიან უარყოფილნი.
თქვენ ეთანხმებით იმას, რომ არ შეავსებთ თანხის უკან დაბრუნების განაცხადს ან წამოიწყებთ ისეთ საგადასახადო დავას, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს წესებსა და პირობებს.
იმ შემთხვევაში, თუ თანხის უკან მოთხოვნა ან რაიმე სხვა საგადასახადო დავა იქნება წამოწყებული, თქვენი ანგარიში დაიხურება და ჩვენ ვეღარ მოგაწვდით მომავალში ჩვენს მომსახურებას.
შეწყვეტა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, დავხუროთ ნებისმიერი ანგარიში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიში დაიხურება თაღლითური გადახდების დაფიქსირების გამო, locker-ში დარჩენილ ყველა ნივთზე მფლობელობა გადაეცემა თავდაპირველ გამყიდველს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ანგარიში დაიხურება ნებისმიერი სხვა მიზეზით, გარდა თაღლითური გადახდების დაფიქსირებისა, თქვენ შეინარჩუნებთ locker-ში დარჩენილ ყველა ნივთზე მფლობელობას და ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებებით შეგიძლიათ გაიტანოთ ნივთები ჩვენი საწყობიდან. ან გადაზიდვით, ან გამყიდველისთვის დაბრუნებით, ან რაიმე სხვა მისაღები ვარიანტით, თქვენი ანგარიში გადავა დადებით ან ნულოვან ბალანსზე.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დახუროთ თქვენი ანგარიში ჯარიმის გარეშე.
თქვენ უნდა გქონდეთ ნულოვანი ან დადებითი ბალანსი იმისათვის რომ დახუროთ ანგარიში.
ნებისმიერი თანხა რაც დარჩება თქვენს ანგარიშზე, უკან დაგიბრუნდებათ ხელმისაწვდომი გადახდის მეთოდით.
თქვენი ანგარიშის დახურვით, თქვენ აღარ გექნებათ არანაირი წვდომა Fishisfast-ის კლიენტების მომსახურების სერვისთან, FastClaim გადაზიდვის დაზღვევასთან და ნებისმიერ სერვისთან რომელსაც გთავაზობდათ Fishisfast LLC.
გარანტიის უარყოფა
ვებ-გვერდი და ყველა ინფორმაცია, კონტენტი, მასალა, პროდუქტი (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა) და სერვისები რომელიც შეიცავს ან ხელმისაწვდომია თქვენთვის ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენთვის წარმოდგენილია Fishisfast LLC-ის მიერ, "როგორც არის" და "როგორც ხელმისაწვდომია" საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს სხვაგვარადაა განსაზღვრული წერილობითი ფორმით. Fishisfast LLC არ უზრუნველყოფს არანაირ გარანტიას, გამოხატულსა თუ მიღებულს, ვებ-გვერდის ფუნქციონირებაზე, ან ინფორმაციის, კონტენტის, მასალის, პროდუქტის (პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით) და სერვისებზერომლებიც შეიცავს ან ხელმისაწვდომია თქვენთვის ვებ-გვერდის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს სხვაგვარადაა განსაზღვრული წერილობითი ფორმით. თქვენ პირდაპირ ეთანხმებით, რომ თქვენს მიერ ვებ-გვერდის გამოყენება არის თქვენი საკუთარი რისკის ქვეშ. სავალდებულო კანონით, Fishisfast LLC უარყოფს ყველა გარანტიას, გამოხატულსა თუ მოქმედს, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, მიღებულ არადარღვეულ გარანტიებს, საექსპლუატაციოს კონკრეტული მიზნით. Fishisfast LLC არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს ვებ-გვერდი, ყველა ინფორმაცია, კონტენტი, მასალა, პროდუქტი (მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფა) და სერვისები რომელიც შეიცავს ან ხელმისაწვდომია თქვენთვის ვებ-გვერდის საშუალებით, მათი სერვერები, ან ის ელექტრონული წერილები, რომლებსაც გიგზავნით Fishisfast LLC, არ შეიცავს არანაირ ვირუსსა ან სხვა რაიმე საზიანო მავნე კომპონენტს. Fishisfast LLC არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის ზიანზე, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ საიტის გამოყენებისგან, ან ნებისმიერი ინფორმაციის, კონტენტის, შინაარსის პროდუქტის ( მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის) ან სერვისისგან, რომელიც შეიცავს ან ხელმისაწვდომია თქვენთვის ვებ-გვერდის საშუალებით, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევითი, სადამსჯელო და თანმიმდევრული ზიანები, თუ ეს სხვაგვარადაა განსაზღვრული წერილობითი ფორმით. ზოგიერთ იურისტიქციაში, გარკვეული გარანტიებისა და გარკვეული ვალდებულებების ლიმიტირების გამორიცხვა აკრძალულია კანონით. ასეთი აკრძალვები შეიძლება თქვენზე გავრცელდეს. თუ ეს კანონები თქვენზე ვრცელდება, ზოგიერთი ან ყველა ზემოთ აღნიშნული უარყოფის გამორიცხვა ან ლიმიტირება შეიძლება თქვენზე არ გავრცელდეს და თქვენ შეიძლება გქონდეთ დამატებითი უფლებები. გარანტიის უარყოფისა და ვალდებულების გამორიცხვისა და ლიმიტირების დებულებები გრძელდება მას შემდეგ, რაც მოხდება ამ შეთანხმების შეწყვეტა.
ლიცენზია & წვდომა
Fishisfast LLC განიჭებთ შეზღუდულ უფლებას იმისთვის, რომ გქონდეთ წვდომა და პირადი მოხმარებისთვის გამოიყენოთ ვებ-გვერდი. თქვენ არ გაქვთ უფლება რაიმე გადმოიწეროთ (page caching-ის გარდა) ან მოდიფიკაცია გაუკეთოთ (თქვენი პერსონალური ინფორმაციის გარდა) ვებ-გვერდის ნებისმიერ ნაწილს, გარდა წერილობით გამოხატული თანხმობისა Fishisfast LLC-სგან. ეს ლიცენზია არ შეიცავს არანაირ უფლებას; გადამყიდველობითი ან კომერციული ფუნქციით ვებ-გვერდის ან მისი კონტენტის გამოყენებისა, ნებისმიერი კლასიფიცირებული სარეკლამო სიების, აღწერების ან ფასების შეგროვების და გამოყენებისა; ვებ-გვერდის ან მისი კონტენტის ნებისმიერი სახით წარმოებისთვის გამოყენებისა; სხვა მოვაჭრის სასარგებლოდ, ნებისმიერი სახის ანგარიშის პერსონალური ინფორმაციის გადმოწერის ან კოპირებისა; ნებისმიერი სახის მონაცემების მოპოვების, რობოტების, ან ნებისმიერი სხვა მსგავსი მონაცემთა შეგროვებისა და მოპოვების მეთოდის გამოყენებისა. თქვენ არ გაქვთ უფლება, წერილობითი თანხმობის გარეშე, გამოიყენოთ ჩარჩოები, ან რამე მსგავსი ხრიკი იმისათვის რომ მიუახლოვოთ თქვენი ნამუშევარი რომელიმე Fishisfast LLC-ს ან მისი შვილობილი კომპანიის სასაქონლო ნიშანს, ლოგოს, ან ნებისმიერ სხვა საკუთრების ინფორმაციას (მათ შორის სურათებს, ტექსტებს, გვერდის განლაგებას ან ფორმებს). თქვენ არ გაქვთ უფლება, Fishisfast LLC-ის წერილობითი თანხმობის გარეშე, გამოიყენოთ ნებისმიერი meta tag-ი ან რაიმე სხვა დამალული ტექსტი რომელიც იყენებს Fishisfast LLC-ს სახელს ან სასაქონლო ნიშანს. ვებ-გვერდის ნებისმიერი არაავტორიზებული სახით გამოყენება გამოიწვებს Fishisfast LLC-ს მიერ მინიჭებული ლიცენზიისა და უფლებების შეწყვეტას. თქვენ გაქვთ შეზღუდული, გაუქმებადი და არაექსკლუზიური უფლება, შექმნათ Fishisfast LLC-ს რომელიმე გვერდის hyperlink-ი, იმ შემთხვევაში, თუ ის შეცდომით, დამამცირებლად ან რაიმე სხვა შეურაწმყოფელი სახით არ გამოხატავს Fishisfast LLC-ის ან მისი შვილობილი კომპანიების სერვისებდა და პროდუქტებს.
კონტენტი
უკლებლივ ყველა ტექსტი, მომხმარებლის ინტერფეისი, ვიზუალური ინტერფეისი, სურათი, სასაქონლო ნიშანი, ლოგო, ხმა, მუსიკა, ხელოვნების ნამუშევარი და კომპიუტერული კოდი (ერთობლივად "კონტენტი"), მათ შორის, მაგრამ არა მარტო, დიზაინი, სტრუქტურა, სელექცია, კოორდინირება, გამოხატვა, "შეხედე და იგრძენი" მასალის განლაგება, რომელიც ნაჩვენებია ვებ-გვერდზე, არის Fishisfast LLC-ს მფლობელობელობასა და კონტროლში. კონტენტი დაცულია სავაჭრო კანონებით, საავტორო უფლებებით, პატენტისა და სასაქონლო ნიშნის კანონებით, სხვა ინტელექტუალური ქონების უფლებებითა და არასამართლიანი კონკურენციის კანონებით. ამ გამოყენების წესებსა და პირობებში პირდაპირ გათვალისწინებული კონტენტის გარდა, ასევე აკრძალულია სხვა ნებისმიერი ვებ-გვერდის ნაწილისა და კონტენტის Fishisfast LLC-ს მიერ წინასწარ გამოხატული წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი გზით კოპირება, რეპროდუქცია, გამოქვეყნება, ატვირთვა, საზოგადოებისთვის ჩვენება, კოდირება, თარგმნა, გადაცემა, ან დისტრიბუცია (მათ შორის "mirroring-ით") სხვა კომპიუტერში, სერვერზე, ვებ-გვერდზე ან ნებისმიერ სხვა პუბლიკაციასა თუ კომერციულ საწარმოზე.